logo
ENG



ხიდაშელი: აუცილებელია ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზეც იზრუნოს

12 მარ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ პროცესში ჯარის ჩართვა აუცილებელია, რადგან მთლიანი დატვირთვა შს სამინისტროზე არ გადავიდეს.

ხიდაშელი ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზეც იზრუნოს. მისივე თქმით, ეს ადამიანებიც იგივე სერვისებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი, რა სერვისებსაც, თბილისში, წყალტუბოსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას მიაწვდიან.

„ეპიდემია, საგანგებო მდგომარეობა სწორედ ის ვითარებაა, როდესაც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორია არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. ოკუპირებულ ტერიტორიებზეც საქართველოს ხელისუფლებას ზუსტად ისევე ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც თბილისზე, გორზე და ზუგდიდზე. აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ დღეს პრემიერმა გახარიამ საჯარო ღია მიმართვა გაავრცელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საკითხის იგნორირება ფუნდამენტურად არასწორია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

საქართველოს ხელისუფლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და შესაბამისი გეგმით მოქმედებს. გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობა პანიკას არ უნდა აჰყვეს. 

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა უწყება, 24-საათიანი, საგანგებო მუშაობაზე გადადის.


close დახურვა